Saturday, July 5, 2014


  1. პროექტის სახელწოდება  ,, მოზარდები და მათი კვება”
  2. პროექტის მთავარი იდეა:     პროექტის განმავლობაში მოსწავლეები შეისწავლიან თანატოლების მენიუს, დაადგენენ მის შესაბამისობას ასაკთან, განსაზღვრავენ სწორი კვების მნიშვნელობას ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.გაანალიზებენ სწორი კვების ყველა ასპექტს.
  3. პროექტის აქტუალობა: მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა იცოდნენ სწორი კვების მნიშვნელობა, შეძლონ საკვების ავ-კარგიანობის გარკვევა. შეეცადონ იკვებონ სწორად და შეინარჩუნონ ჯანმრთელობა. მოზარდები უმეტესად იკვებებიან არაჯანსაღი საკვებით , არანორმალურ რეჟიმში, მიმართავენ ჯანმრთელობისათვის სახიფათო დიეტებს, რაც საბოლოოდ არყევს მათ ჯანმრთელობას და აფერხებს განვითარებას.
  4. პროექტის მიზნები :  მოსწავლეებმა შეძლონ გაანალიზონ არასწორი კვებით გამოწვეული საფრთხეები, განსაზღვრონ სწორი კვების მნიშვნელობა ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება ცნობიერების ამაღლების მიზნით.
  5. მონაწილეთა ასაკი: 10 კლასის მოსწავლეები
  6. ვადები/ ხანგრძლივობა: 2 კვირა
  7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას : მოსწავლეები შექმნიან არასწორი კვებით გამოწვეული საფრთხეების ამსახველ ელექტრონულ პრეზენტაციას სკოლის საზოგადოებისათვის, კითხვარებს მოსწავლეთა გამოკითხვისათვის,საინფორმაციო ბუკლეტებს, შექმნიან ბლოგს და განათავსებენ პროექტის ანგარიშს.
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კალმები, რვეულები, ფორმატის ფურცლები, კომპიუტერი, ტექსტური რედაქტორი, საპრეზენტაციო პროგრამები, პრინტერი, ინტერნეტ საიტები. ადამიანური რესურსები: მოსწავლეები , მშობლები, პედიატრი, ორთოპედი.
  9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები) ა)გამოწვევის ფაზაზე მოსწავლეებს დავუსვამ კითხვას, რა არის ადამიანის ჯანმრთელობის და მოზარდის სწორი განვითარების საფუძველი. გონებრივი იერიშით დავადგენთ მოზარდებში პოპულარულ საკვებს, ვიმსჯელებთ მათ ავ კარგიანობაზე.გავმართავთ დისკუსიას,  შემდეგ კლასს დავყოფ ჯგუფებად . ა) პირველ ჯგუფს დავავალებ მოიძიონ ინფორმაცია მათი საყვარელი საკვების შესახებ. ბ) მეორე ჯგუფი მოიძიებს ონფორმაციას  კვების რეჟიმის მნიშვნელობის შესახებ. გ)  მესამე ჯგუფი აიღებს ინტერვიუს ექიმი პედიატრისგან და  მოიწვევს მას მშობლებთან და მოსწავლეებთან შესახვედრად.  პირველი ორი ჯგუფი გააკეეთებს პრეზენტაციას სკოლის საზოგადოებისათვის. მოწვეული ექიმები ესაუბრებიან მოსწავლეებს და მათ მშობლებს სწორი კვების  მნიშვნელობაზე.  საბოლოო ეტაპზე მოსწავლეები შექმნიან ბუკლეტებს, ძირითად ინფორმაციებს განათავსებენ საინფორმაციო დაფაზე.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან  კავშირი. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები- ბიოლოგია, მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები, შეუძლია მონაცემთა ანალიზი და წარმოდგენა სხადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით.
  11. პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი) : ნინო ოქროპირიძე
  12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: ninooqropirize@gmail.com
  13. პროექტის ვებ- გვერდი/ბლოგი: ninioqropirize.blogspot.com

No comments:

Post a Comment